აფხაზეთში გავრცელებულმა მავნებელმა ჯერ მხოლოდ ფინიკის პალმა გაანადგურა
მისივე თქმით, პირველ რიგში ავადდება ფინიკის პალმა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მავნებელმა გადაინაცვლოს სხვა სახეობის პალმებზე, როგორიც არის ვაშინგტონია და თავნაყოფა ბუტია.
„აუცილებელია პალმის გვირგვინი დამუშავდეს ინსექტიციდით, რათა მისი გავრცელების კერა აღმოფხვრას, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, უნდა დამუშავდეს მის ირგვლივ მცენარეები, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება ტემპერატურის დაცემამდე უნდა მოესწროს“, - ამბობს აკადემიკოსი.
მისი ცნობით, პალმის მავნებელი აფხაზეთში 2016 წელს გაჩნდა, წელს მისი კერა დაფიქსირდა გაგრისა და სოხუმის ცენტრალური ნაწილში. მავნებლის გავრცელებას ხელი შეუწყო თბილმა გაზაფხულმა და ცხელმა ზაფხულმა.
ფონდ „მთიანი აფხაზეთის“ ხელმძღვანელმა თენგიზ თარბამ პალმების გადასარჩენად მოსახლეობას თანხის შეგროვებისკენ მოუწოდა და ფეისბუკის გვერდზე საბანკო რეკვიზიტები გამოაქვეყნა.
12 ოქტომბერს სოხუმში დილით, ლეონის პროსპექტზე მავნებლის მიერ დაზიანებული 7 პალმა მოჭრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა დახმარებაზე შეთავაზებას სოხუმის მხრიდან გამოხმაურება არ ჰქონია.