ნანავა მოქალაქეს: ზუგდიდის მოსახლეობის 5% გიჟია, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები
შეხვედრას წინ უძღოდა აფხაზეთიდან დევნილის, თეონა ქარდავას დაპირისპირება მაიზერ ნანავასთან. ის მერიის სხდომათა დარბაზში რამდენიმე იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად მივიდა და პროტესტის ნიშნად იატაკსა და მაგიდაზე პოლიეთილენის ბრეზენტები დაყარა. მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ სტიქიის შედეგად სახურავ გადახდილი საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე არ გადაუხურავთ.