ახალი ამბები
მაიზერ ნანავას ბოდიში: გიჟებში პოლიტიკური ძალები ვიგულისხმე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
იყო თუ არა მაიზერ ნანავას სიტყვები დისკრიმინაცია, რაც მან მოქალაქე თეონა ქარდავას მიმართ თქვა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგვარად განმარტა. თავდაპირველად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შენიშვნა, რომ მისი ნათქვამი დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა, არ გაიზიარა და უარყო, თუმცა ცოტა ხანში ბოდიშიც მოიხადა.

„არანაირი დისკრიმინაცია არ არის. მე ვთქვი ავადმყოფ ადამიანებზე, თორემ პირადად სახელი და გვარი არ მითქვამს ამ ადამიანების. თქვენც დამერწმუნებით ამაში. რაც ნახეთ, ფაქტი სახეზე იყო. რეალობა იყო. მეც ადამიანი ვარ, ჩემი მინუსები მაქვს. მაქვს გრძნობები, ემოციები. მე მგონი, ამაზე არ უნდა ვიდავოთ“, - აღნიშნა შეხვედრის მიმდინარეობისას მაიზერ ნანავამ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას საკუთარ განცხადებაში ავადმყოფი ადამიანები არ უგულისხმია, არამედ ის „გარკვეული პოლიტიკური ძალები“ მოიაზრა, რომლებიც თეონა ქარდავას ზურგს უკან იდგნენ და მერის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის ჩაშლას შეეცადნენ პროვოკაციის გზით.

„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემი აღელვების ფონზე ვთქვი ამ ადამიანზე კი არა, ზოგადად. ბოდიშს ვიხდი იმ საზოგადოების წინაშე, თუ ეს დისკრიმინაციული ნაწილია. მაგრამ არ მიგულისხმია ის ადამიანები, თქვენ ახლა ვისაც გულისხმობთ. მე უბრალოდ იმ პოლიტიკურ ნაწილზე ვთქვი, რომელსაც დღეს ამ ანგარიშის ჩაბარების ჩაშლა უნდოდა“, - განმარტა მაიზერ ნანავამ.

მისივე თქმით, მას არ აქვს თეონა ქარდავას „სამედიცინო დასკვნა“, თუმცა „პირობითად ამბობს“, რომ მოქალაქის ქმედება იყო გიჟური.

თავის მხრივ, მერის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვებს დისკრიმინაციად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას თქმით, არ შეიძლება, როცა თანამდებობის პირი, საჯარო ფიგურა მოსახლეობის რაღაც ნაწილს გიჟად მოიხსენიებს.

„ძალიან ცუდია და ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციული განცხადება იყო. მაგრამ კარგია, რომ მას შემდეგ, რაც მიეცა შენიშვნა, რომ ეს დისკრიმინაციული განცხადებაა, მან ბოდიში მოიხადა“, - უთხრა არჩილ თოდუამ „ლაივპრესს“.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის მოსმენაზე მოქალაქე, დევნილი თეონა ქარდავა მაიზერ ნანავას დაუპირისპირდა. ეს მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად ის პოლიეთილენის ბრეზენტით მივიდა და ეს ბრეზენტი იატაკსა და მაგიდაზე დაყარა.

პასუხად მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მოსახლეობის 5% გიჟია, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.