ზუგდიდის მერიის პასუხი მოქალაქის პროტესტზე
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის, რუსლან კილასონიას განცხადებით, გასულ წელს, კახათში მდებარე დევნილთა საცხოვრებელს ქარმა სახურავი გადახადა, რის შემდეგაც მათაღმოუჩინეს პირველადი დახმარება.
„როცა გავიდა საგანგებო სიტუაციების სამსახური, პირველადი დახმარება გაუწია. შემდეგ მივედით დავადგინეთ, რომ 5000 ლარის ფარგლებში დაგვეწყო სამუშო. შევუთანხმდით გამგებელს, დაიწყეს ადგილზე გაზომვა, მაგრამ დევნილებმა არ მისცეს ამის საშუალება, რადგან მათ მთლიანად უნდოდათ გადახურვა. მთლიანად გადახურვა 40 ათასი ლარი ჯდებოდა. არც ეს იყო პრობლემა, მაგრამ გაირკვა, რომ დევნილთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე აღნიშნული კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ.
დღეს მერიის სხდომათა დარბაზში მოქალაქე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ რამდენიმე ქალთან ერთად მივიდა. მათი განცხადებით, გასულ წელს, სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავის ახლით შეცვლას ამ დრომდე ითხოვენ. თეონა ქარდავამ ბრეზენტები მაგიდასა და იატაკზე დაყარა. პასუხად მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მოსახლეობის 5% გიჟია, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები.
მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავას დევნილი თეონა ქარდავა დაუპირისპირდა. ის პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზში პოლიეთილენის ბრეზენტით მივიდა. პასუხად მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მოსახლეობის 5% გიჟია, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ გიჟებში პოლიტიკური ძალები იგულისხმა.