გოგიას და გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავებაზე ბრიფინგი სუსში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 ათას 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 ათს ხუთასი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 ათას ხუთასი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.