ახალი ამბები
გოგიას და გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სუსის ინფორმაციით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს, რომელზეც გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავებაზე ბრიფინგი სუსში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 ათას 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 ათს ხუთასი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 ათას ხუთასი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.