მერის მოვალეობის შემსრულებელი გოგიას და გულორდავას დაკავებაზე: არ მეგონა, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები
„ახლა გავიგე დაკავების შესახებ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში და ვუყურე ბრიფინგს. მათი დაკავება იყო რა თქმა უნდა მოულოდნელი, არ მეგონა, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. მე არაფერი ვიცი, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.
ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავებაზე ბრიფინგი სუსში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 ათას 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 ათს ხუთასი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 ათას ხუთასი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მერს და ვიცე მერს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.