ახალი ამბები
პროკურორი: ჩანაწერი, სადაც გოგიასა და გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია
FaceBook Twitter
E-mail Print
ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია", - განაცხადა საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა.

მისი თქმით, ბრალდების მხარის პოზიციაა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა გამოიყენოს. პროკურორის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა ათეულობით მოწმე და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა.

„ჩვენს მიერ მოპოვებულია გავრცელებული ჩანაწერის ორიგინალი ვერსია, რომელზეც დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოვიპოვეთ, დადასტურდა მისი ავთენტურობა. მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდგომ დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მომხდარიყო ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავება. დღეს ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.

წერს „ინტერპრესნიუსი“.

ამ წუთებში სასამართლო ყოფილი საჯარო მოხელეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა 1 ნოემბერს დააკავეს. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაშა გოგიას და გია გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ეკოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმში ევკალიპტის ხეზე გავრცელებული
12:43 / 22.07.2019
ეკოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმში ევკალიპტის ხეზე გავრცელებული
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში
12:33 / 22.07.2019
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში
სამეგრელოს უმეტეს ნაწილში მიმდინარე კვირაში
10:40 / 22.07.2019
სამეგრელოს უმეტეს ნაწილში მიმდინარე კვირაში
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.