ახალი ამბები
ქორწინების სახლში პატარძლებს ვეფხისტყაოსნით დაასაჩუქრებენ
ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცემა. იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ , როგორც ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს.

„ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება. „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა წყვილებს 2018 წლის მაისიდან გადაეცემათ. ინიციატივა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს უკავშირდებოდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან სიახლეა ისიც, რომ საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ქორწინებისას, რეგიტრატორებს ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.