რიგგარეშე არჩევნებამდე მერის მოვალეობას მაიზერ ნანავა შეასრულებს
„მე ვარ მერის მოვალეობის შემსრულებელი. ბატონი გეგა არის პირველი მოადგილე. როცა თვითმმართველობის კოდექსში თვითმმართველი ქალაქი არ არის, იქ არსად არ წერია ვიცე მერი, პირველი მოადგილეა. პირობითად ვიცე მერია რა თქმა უნდა. მაგრამ არჩევნებამდე, მაისამდე, როცა შუალედური არჩევნები იქნება, მერის მოვალეობას ასრულებს ის ადამიანი, რომელიც გახდა მერის მოვალეობის შემსრულებელი“, - განმარტა მან.
თი ბისი სი ბანკის ზუგდიდის ფილიალის ყოფილი მმართველი გიორგი შენგელია თანამშრომლებს მაიზერ ნანავამ დღეს წარუდგინა. პირველი მოადგილის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ეს პოსტი 13 სექტემბერს დატოვა. მანამდე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა ყოფილი მერი ლაშა გოგია.
ჰქონდა თუ არა მაიზერ ნანავას ვიცე მერის დანიშვნის უფლება, ამაზე თვითმმართველობის სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.