ახალი ამბები
სახანძრო-სამაშველო სამსახურები საქართველოში აწყობილი მანქანებით იმუშავებენ
საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს. ეს მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი მანქანის შექმნა მათი, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. ეს მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი.

„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, „DELTA”-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს“, - აღნიშნა მან.

სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„DELTA“ ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“, - განმარტა მან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორედ დასახელდა ყველაზე სუფთა
მუნიციპალიტეტად.
12:26 / 19.01.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორედ დასახელდა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად.






ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს
10:22 / 19.01.2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს






ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.
17:38 / 18.01.2019
ნიკოსეული სასახლე ოფიციალურად სავარაუდოდ მარტში გაიხსნება.






დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
17:34 / 18.01.2019
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.