ახალი ამბები
ეპისკოპოსმა გერასიმემ ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა [ფოტო]
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სასულიერო პირებთან ერთად ანაკლიის პორტიის ტერიტორია დაათვალიერა.


ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება. დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონ ნახევარი კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა.

პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაყოფილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.