ახალი ამბები
TI: უნდა შეწყდეს საჯარო მოხელეთა გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის
FaceBook Twitter
E-mail Print
პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვს. აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. ორგანიზაცია ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობს შექმნილი პრობლემების დასაძლევად. მათ შორის ერთ-ერთი ქვეთავი ეხება საჯარო სამსახურს და ადგილობრივ თვითმმართველობას. კერძოდ, არასამთავრობოს მიაჩნია, რომ აუცილებელია, დამოუკიდებელი (დეპოლიტიზებული) და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც რამდენიმე ღონისძიებით მიიღწევა.

„გამჭვირვალობის“ აზრით, უნდა შეწყდეს მმართველი პარტიის უკანონო ჩარევა საჯარო სამსახურის საქმიანობაში და თანამშრომლების გამოყენება მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნების მისაღწევად. ასევე, აღიკვეთოს ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შემთხვევები სამსახურში მიღების პროცესში.

„შეიცვალოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპებში დასაქმების არსებული პრაქტიკა, რომელიც საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. მტკიცედ იქნას გარანტირებული საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები. დაიწყოს თვითმმართველობის რეალური, მათ შორის ფისკალური, დეცენტრალიზაციის პროცესი, რათა ადგილებზე ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები და ქონება საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად“, - აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე აზრით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საკრებულოების აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება. უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც.

პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების კიდევ ერთი კომპონენტი გახმაურებული საქმეების დროული და ეფექტური გამოძიებაა. ასევე, ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა, საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის შეცვლა. კერძოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელია შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

არასამთავრობოს აზრით, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემაც. შედეგად გაძლიერდეს საზოგადოებაში რეალური მხარდაჭერის მქონე პარტიები, მეორეს მხრივ, ფუნქციონირების საშუალება მიეცეთ ახალ საარჩევნო სუბიექტებს.

„გამჭვირვალობის“ განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი ტელეარხების მუშაობისთვის ხელის შეშლის და მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობები, ასევე ოპოზიციური ტელევიზიების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული არაეთიკური კრიტიკა და თავდასხმები. პარარელურად, უნდა მოხდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პრობლემების სიღრმისეული შესწავლა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვისა და ნეპოტიზმის მიმართულებით.

რეკომენდაციები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.