ევროპული საქართველო: ირაკლი ღურწკაია შსს მინისტრს შეხვდა
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, ირაკლი ღურწკაია შევიდა. ჩვენი ინფორმაციით,ის მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა“, - გვითხრა ლელა ქებურიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხრიდან ზეწოლა ხდება მათ მხარდამჭერებზე სოფლებში.
„მოსყიდვა თუ დაშინება, ძველი ბიჭებით ურთიერთობა, თითქმის ყველა მეთოდს მიმართავენ, ამაზე ინფორმაციები გვაქვს სოფლებიდან“, - გვითხრა ლელა ქებურიამ.
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელ ბათლომე შელიას ინფორმაციით, ამავე ფრაქციის წევრ ირაკლი ღურწკაიას პარტიის დატოვებას აიძულებენ. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ზეწოლა წუხანდელიდან ხორციელდება, ამ პროცესში კი თავად შს მინისტრი, გიორგი გახარიაა ჩართული. მისივე ცნობით, ბოლო ორი საათია ღურწკაიას ამერიკაში მყოფი ცოლი და ნათესავებიც ვერ უკავშირდებიან.