ახალი ამბები
ლელა ქებურია: „ევროპული საქართველო“ არის ძალიან დიდი ძალა და ამიტომ მიმდინარეობს ზეწოლები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას განცხადებით, მათ წევრებსა თუ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ არსებობის უკანასკნელ წუთებს ითვლის და ამომრჩეველზე ზეწოლის თითქმის ყველა ხერხს მიმართავს.

„ეს გახლავთ ამომრჩევლის დაშინება, ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩართულია თითქმის ყველა უწყება განსაკუთარებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური. მათთვის უკვე ცხადია, რომ „ევროპული საქართველო“ არის ძალიან დიდი რესურსი და ეს არის დიდი ძალა, გადამწყვეტი მეორე ტურისთვის. ამიტომ სწორედ ჩვენს მომხრეებზე მიმდინარეობს ეს ზეწოლა“, - განაცხადა ლელა ქებურიამ, დღეს პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი მტკიცებით, ზეწოლა მიმდინარეობს მათ კოორდინატორებზე, რაშიც ჩართული არიან „ძველი ბიჭები“. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ზეწოლა მიმდინარეობს „ევროპული საქართველოდან“ საუბნო კომისიის წევრებზეც და მათ აიძულებენ დატოვონ კომისია. ამასთან პარლამენტის წევრს არ დაუკონკრეტებია პირები ვისგან ან ვისზე ხორციელდება ზეწოლა.

ლელა ქებურიამ საპასუხო კომენტარი გააკეთა მათი პარტიის უკვე ყოფილი წევრის ირაკლი ღურწკაიას განცხადებაზე, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ დატოვებაზე განცხადება მხოლოდ „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებთან გააკეთა. აღნიშნა, რომ მიუღებელია იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებას აპირებს.

ლელა ქებურიამ საპასუხოდ განმარტა, რომ პარტიის არათუ წევრისთვის, მათი მხარდამჭერებისთვისაც კი ცნობილი იყო, რომ „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერდა მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ პარტიას.

„ეს არ იყო დადასტურებული მხოლოდ განცხადების საფუძველზე, არამედ არსებობდა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მემორანდუმი“, - განმარტა ლელა ქებურიამ.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, სად შედგა ირაკლი ღურწკაიას შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და რა სახის ზეწოლა განხოცილედა მასზე, ქებურიამ თქვა, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგა 9 ნოემბერს.

„ამას მტკიცებით ფორმაში ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვისაც ინფორმაციის სახით არის მოწოდებული“, - თქვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ვერც წინასწარ იტყვის ვინ „გაუძლებს ზეწოლებს“ და ვინ არა.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცი, რომ ირაკლი ღურწკაიაზე მიმდინარეობს ზეწოლა. მოგვიანებით თავად ღურწკაიამ თქვა, რომ პარტია დატოვა. ოპოზიციის ბრალდებებს დღესვე გამოეხმაურა „ქართული ოცნება“ და აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია
სოციალურ ქსელში ავრცელებს
19:14 / 04.12.2022
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია სოციალურ ქსელში ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
11:57 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში
გამართული შეჯიბრის
11:44 / 04.12.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
11:15 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.