აფხაზური, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის მონეტები ამერიკულ ჟურნალში
მისი თქმით, საქმე ეხება ილუსტრირებულ ჟურნალს, რომელიც შეერთებულ შტატებში წელიწადში ერთხელ გამოდის. მასში გამოქვეყნებულია ინფორმაციაა, მსოფლიო ქვეყნის მონეტების შესახებ.
„გილოცავთ ყველას ამ მოვლენას, რომელიც დიდი ხნის ძალისხმევის შედეგია. აფხაზეთის ბანკი განაგრძობს მუშაობას სამახსოვრო მონეტების - აპსარის პოპულარიზაციისთვის“, - განმარტავს ბესლან ბარათელია.
აფხაზეთში გამოუშვეს პირველი ქაღალდის ფული დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით. ეს არის აფხაზური ვალუტა - 500 აპსარი. ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25 წლისთავს მიეძღვნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდიან.