ზუგდიდს საახალწლოდ ახალი დეკორაციებით მორთავენ - ბიუჯეტიდან 323 653 ლარი დაიხარჯება
საბოლოო ფასი, რომელიც ტენდერის მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ დააფიქსირა, 323 653 ლარია, რაც 3 ათას 300 ლარით ნაკლებია შესყიდვის თავდაპირველ ღირებულებაზე.
ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ქალაქი ძირითადად ახალი საახალწლო ნივთებით მოირთვება, ძველი გასანათებელი მოწყობილობები კი არ არის გამორიცხული, სხვადასხვა ადგილებში გამოიყენონ.
იგეგმება რუსთაველის ქუჩის და ზვიად გამსახურდიას გამზირის, ბულვარის ტერიტორიის განათება. ასევე, მუზეუმის ცენტრალურ ჭიშკრამდე მისასვლელი გზა და მუზეუმის ეზოც განათდება.
ქალაქში დაიდგმება „ანგელოზის“ კონსტრუქციაც.
უკვე წლებია ზუგდიდს საახალწლოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ნათხოვნი დეკორაციებით რთავდნენ.