ახალი ამბები
არასამთავრობო: ზუგდიდის ბიუჯეტში არ არის ასახული ქალთა საჭიროებები
FaceBook Twitter
E-mail Print
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია ამბობს, რომ ზუგდიდის ახალი ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული ქალთა საჭიროებები.

მან ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობაზე გამოცემა „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დასვა კითხვა, გაკეთდა თუ არა ახალი ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე ქალთა საჭიროებების კვლევა.

ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ ჩამოთვალა რამდენიმე არგუმენტი, რომელიც მისი აზრით ნიშნავს, რომ ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარეა.

„ახალ ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია ქალებზე ზრუნვა, დაწყებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე პირველი შვილის შეძენისას 200 ლარიანი ფულადი დახმარება. გვაქვს ერთჯერადი დახმარებები, ყოველ ახალშობილ შვილზე დახმარებები იზრდება 100 ლარის ოდენობით. ტყუპი შვილის შეძენაზე 500 ლარის ოდენობით. დახმარებები გაიცემა მარტოხელა ქალებზე, მარჩენალდაკარგულ, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე. ასევე, 5 მილიონი ლარი გამოიყოფა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. ბაღების გაძლიერება კი ნიშნავს, რომ ქალებს აქვთ მეტი დრო და საშუალება, შინამეურნეობით, ან სხვა საქმიანობით დაკავდნენ. მნიშვნელოვანია ასევე, ის რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა 70 % ქალია“, - განაცხადა ნანი მიქენაიამ.

ის ფაქტი, რომ დასაქმებულთა უმეტესობა ქალია, არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარეა, - განაცხადა მერიის წარმომადგენლის კომენტარის პასუხად ციცინო შენგელიამ.

„გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტს აქვს სხვა პარამეტრები. ძალიან მნიშვნელოვანია კვლევების შედეგად გამოკვლეული ის საჭიროებები, რაც შემდეგში იქნება ასახული ბიუჯეტში. ქალები განიხილება როგორც მოწყვლადი ჯგუფი. საინტერესოა, რა კეთდება მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის“, - აღნიშნა არასამთავრობოს წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე მუნიციპალიტეტის პროგრამაზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ერთჯერადად, 800 ლარით დაფინანსებას გულისხმობს.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ მუნიციპალიტეტი უარს იტყვის ერთჯერადი დახმარების გაცემაზე და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფრის აშენებაზე იფიქრებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.