ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: მაწანწალა ძაღლების თავშესაფრისთვის თანხა ბიუჯეტში არ იქნება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურის უფროსის, ნანი მიქენაიას განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის ფული არ აქვს. ამის შესახებ მან გამოცემა „ლიბერალის“ მიერ ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ იკითხა, არის თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მაწანწალა ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობა.

„მაწანწალა ძაღლები ჩვენი ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა. მაინტერესებს, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა იგეგემება თუ არა 2019 წელს, ან 2020 წლისთვის მაინც. იყო თუ არა განხილული ეს საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას“, - აღნიშნა მან.

მისი კითხვის პასუხად, მერიის თანამშრომელმა თქვა, რომ თავშესაფრის მშენებლობისთვის თანხა ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი არ არის.

„ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ეს საკითხი დავსვათ გუბერნიაში, რომ მათ უხელმძღვანელოს ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობას. შესაძლებელია რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გააერთიანონ რესურსები და ერთობლივი პროგრამის განხორციელება დაიწყონ“, - განაცხადა ნანი მიქენაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, ზუგდიდში სავარაუდოდ 6 200 მიუსაფარი ძაღლია.

ორგანიზაციამ მონიტორინგი მას შემდეგ ჩაატარა, რაც მიმდინარე წლის ორ ივლისს, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ თანხა თავშესაფრის ასაშენებლად.

გეგმავს თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობის დაწყებას, - გუბერნიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ თემაზე მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.