ახალი ამბები
სამეგრელოში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მომავალ წელს იგეგმება
FaceBook Twitter
E-mail Print
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება. მათივე ცნობით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში კომპანიონი თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში მომავალ წელს.

სამინისტროს განმარტებით, მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, კომპანიონი კი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის ექვემდებარება ადამიანის მხრიდან მოვლას და პატრონობას.

მათივე ცნობით, თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

სამინისტროში ამბობენ, რომ საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი თავისუფლების პრინციპის დაცვა - წყურვილის და შიმშილისგან თავისუფლება, დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება, თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შიშისგან და სტრესისგან თავისუფლება.

თავშესაფარი ვალდებული იქნება აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია. ასევე, ცხოველის პატრონის დადგენის, ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი აქტუალური თემაა ზუგდიდის და მთლიანად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მაწანწალა ცხოველების თავშესაფრის მშენებლობაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზუგდიდის მერიამ განაცხადა, რომ თავშესაფრის მშენებლობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა არ არის. გუბერნიის პრესსამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. თავის მხრივ, ფონდში მოლაპარაკების წარმოებას ადასტურებენ, თუმცა ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდში სამხარეო
ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა.
15:12 / 27.10.2020
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა.
ყაჩაღური თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ განაახლა მუშაობა
12:40 / 27.10.2020
ყაჩაღური თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ განაახლა მუშაობა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალმა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში
12:31 / 27.10.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.