ახალი ამბები
ფოთის მერის წარმომადგენლის შენობაში მეორადი ტანსაცმლის ფუთების წასაღებად მოქალაქეები შეიჭრნენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მალთაყვაში, ფოთის მერის წარმომადგენლის შენობაში, სადაც მეორადი ტანსაცმლის ფუთები იყო დასაწყობებული, მოქალაქეები შეიჭრნენ. ამით ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მათთვის ფუთების გადაცემის დაგვიანების გამო. შეჭრილებმა ფუთები გაიტანეს.

როგორც „ლაივპრესს“ ფოთის მერიაში განუცხადეს, ტვირთი ერთ-ერთ ირანულ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც პერიოდულად მერიასთან თანამშრომლობით ტანსაცმელს სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგებდა. მერიაში არ იციან რამ გამოიწვია მოქალაქეების მხრიდან მსგავსი ქმედება, რადგან საჩუქარი მუნიციპალიტეტების მიხედვით ეტაპობრივად რიგდებოდა.

„მთელი წლის განმავლობაში ხდება ფუთების განაწილება. უკვე დარიგდა 40 ტონა ტანსაცმელი მუნიციპალიტეტების მასშტაბით“, - განუცხადა „ლაივპრესს“ მერიის პრესსამსახურის უფროსმა ანა კილასონიამ.

თავის მხრივ, ფაქტს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წინასაარჩევნოდ მოქალაქეებზე ფუთების გაცემას აფასებს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად. პარტიის ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი დათო მესხი „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტავს, რომ ტანსაცმელი წინასწარ შედგენილი სიებით გაიცემოდა.

„რა თქმა უნდა ეს არჩევნებს უკავშირდება. ეს არის ერთ-ერთი, მორიგი მოსყიდვის თემა. კადრები რაც ვნახე, იყო შემაძრწუნებელი“, - განაცხადა დათო მესხმა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ ფეისბუკზე სწორედ მისმა თანაპარტიელმა, დავით გოგოხიამ გაავრცელა.

ფოთის მერიაში უარყოფენ ფაქტის რაიმე სახით კავშირს მოახლოებულ არჩევნებთან. პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა მეორადი ტანსაცმლის ფუთების უფასოდ გაცემის და ის შარშანაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.