ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობა დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მთავრობის მიერ „ლაივპრესისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში სახელწოდებით - „მიმართვა დევნილი თანამემამულეებისადმი“ ნათქვამია, რომ ახლა ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის ნდობის გამოცხადება.

„დღეს, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, რომელთა შორის განსხვავების არ დანახვა მიუტევებელი შეცდომა იქნება. დღეს, გაცილებით უფროა დაფასებული დევნილი, ვიდრე წინა პერიოდებში და ამ მონაპოვრის გაფლანგვა დაუშვებელია.

28 ნოემბერს, ქვეყანა საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანის მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და აქტივობას. ნდობის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ - სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ტანდემში იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამთავრობო პროგრამასთან და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი უმთავრესი ტკივილის - ჩვენს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში. ამ მიმართულებით, ქვეყანა 2012 წლიდან შეიძლება „ნელა მიიწევს წინ, მაგრამ არასოდეს არ გადაუდგამს ნაბიჯი უკან“ და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს, გააზრებულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა გააკეთოთ თქვენი პრინციპული არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი არჩევანი გამოავლენს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას“, - ნათქვამია წერილში.

მიმართვა სრულად:

„25 წელია რაც თითოეული ჩვენთაგანი დევნილის ხვედრით ვცხოვრობთ. მთელი ამ წლების მანძილზე გვიწევდა გამკლავება, ერთის მხრივ საკუთარი სახლებიდან გამოდევნის ტკივილის და მეორეს მხრივ-დევნილობაში ღირსეული საარსებო პირობების არქონისადმი. ბევრი რამის გადატანა მოგვიწია, შიმშილით დაწყებული და არაადამიანური მოპყრობით დამთავრებული, რომლის ავტორები იყვნენ ის პირები, რომელთა მოვალეობას ხალხზე ზრუნვა წარმოადგენდა. ძნელია დაივიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მანქანის ძარაზე იძულებით „შეყრილი“ ადამიანების და მათი მიმოფანტული ნივთების ფოტო თუ ვიდეო კადრები და ფოცხო-ეწერსა და სხვა ადგილებში „გადასახლებები“, ვითომ გარემონტებული ფართები და საარსებო გარემოს სრული უქონლობის პირობებში ბედის ანაბარად მიტოვებული „რეპრესირებულები“, ხმის ამოღებისა და პროტესტის გამოხატვისათვის ფიზიკური ანგარიშსწორებით ლამის დაინვალიდებული ადამიანები, დაშინებებით მიღებული ხმები არჩევნებზე და ღირსებაშელახული ამომრჩევლები. დევნილების თემა ხომ ყოველთვის წინასაარჩევნოდ „ხდებოდა აქტუალური“ და არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებას მიეცემოდა ხოლმე.

მიუხედავად ამდენი სიმწარისა, დევნილები ყოველთვის ვიყავით სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი და 2012 წლის არჩევნებზე, ცივილიზებულად ვუთხარით უარი დემოკრატიულ ფასეულობებთან არათავსებად ხელისუფლებას, რითაც საქართველოს ისტორიაში მორიგი ფურცელი გადავშალეთ. დემოკრატიული განვითარების ახალ გზაზე დავდექით, რომელიც შეიძლება ნელი ტემპით, მაგრამ ნამდვილი დემოკრატიული ხარისხით ვითარდება, ყოველი ჩვენთაგანის მონაპოვარია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. წარსულს ჩაბარდა დაშინებები, გადასახლებები, ნიველირებული ადამიანის უფლებები. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დევნილებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ადრე თუ დევნილები ლამის „გეტოებში“ ცხოვრობდნენ, დღეს ადგილობრივ თემებში ინტეგრირებულნი, სოციალური ყოფის სრულფასოვანი წევრები არიან. ესეც დიდი მონაპოვარია.

რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია და სამთავრობო პროგრამებით გათვალისწინებული სიკეთეები ჯერ კიდევ ვერ იგრძნო საკუთარ თავზე ბევრმა დევნილმა, მაგრამ მათზე რეაგირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის მოწმეებიც თავად დევნილები არიან და მუშაობის შედეგებსაც ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც ხედავს და ხვალაც დაინახავს. დღეს, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, რომელთა შორის განსხვავების არ დანახვა მიუტევებელი შეცდომა იქნება. დღეს, გაცილებით უფროა დაფასებული დევნილი, ვიდრე წინა პერიოდებში და ამ მონაპოვრის გაფლანგვა დაუშვებელია.

28 ნოემბერს, ქვეყანა საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანის მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და აქტივობას. ნდობის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ - სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ტანდემში იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამთავრობო პროგრამასთან და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი უმთავრესი ტკივილის - ჩვენს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში. ამ მიმართულებით, ქვეყანა 2012 წლიდან შეიძლება „ნელა მიიწევს წინ, მაგრამ არასოდეს არ გადაუდგამს ნაბიჯი უკან“ და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს, გააზრებულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა გააკეთოთ თქვენი პრინციპული არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი არჩევანი გამოავლენს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.