აფხაზეთის მთავრობამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია - TI საქართველო
„ეს წარმოადგენს კანონდარღვევას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აპირებს, რომ ეს საკითხი გაასაჩივროს“, - გვითხრა არჩილ თოდუამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ დღეს მოუწოდა. მთავრობის მიერ „ლაივპრესისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში სახელწოდებით - „მიმართვა დევნილი თანამემამულეებისადმი“ ნათქვამია, რომ ახლა ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის ნდობის გამოცხადება.