ხობში ხანძრის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
„მას აღენიშნებოდა 85% დამწვრობა. სამწუხაროდ, ტრამვა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო“, - აღნიშნა მან.
დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ისინი ამ დრომდე რჩებიან და განაგრძობენ მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში.
დამწვრობის შედეგად 67 წლის მამაკაცი 20 ნოემბერს გარდაიცვალა.
რაც შეეხება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, ისინი კლინიკიდან ჯერ კიდევ გუშინ გაწერეს. მათ მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებოდათ.
სულ, 19 ნოემბერს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის შვიდი წევრი დაშავდა.