ახალი ამბები
ორი ზუგდიდელი აქტივისტი კატო მიქელაძის პრემიაზე წარადგინეს
FaceBook Twitter
E-mail Print
კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე ზუგდიდიდან ორი აქტივისტია წარდგენილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია და „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ცაბუნია ვართაგავა იმ 14 ქალს შორის არიან, რომლებიც ქალთა ფონდმა პრემიაზე წარადგინა.

კატო მიქელაძის პრემია ყოველწლიურად, 29 ნოემბერს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა საქართველოში.

25 ნოემბრიდან, საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო 16-დღიან კამპანიას უერთდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი, თუმცა ქალთა მკვლელობები ჯერ კიდევ ხდება.

ქალთა მკვლელობებზე სამინისტროს სტატისტიკა ასეთია:

2016 წელს მოკლული იქნა 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ. 2017 წელს, 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ. 2018 წლის 10 თვეში კი მოკლეს 11 ქალი, რომელთაგან 5 ოჯახის წევრმა მოკლა, ხოლო 6 - სხვა პირმა.

2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამასთან, პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.