ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის აღდგენის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

გეგმის თანახმად, უნდა განხორციელდეს ობიექტების კვლევა, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება. შედეგად, განისაზღვროს აღსადგენად საჭირო სამუშაოები. ეს სამუშაოები შესაძლოა იყოს დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია-რესტავრაცია და რეკონსტრუქცია, ადაპტაცია თუ უძრავი ძეგლის ცვლილება.

პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ზუგდიდის მერიასთან.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 72 ათას 033 ლარია.

წინადადებების მიღება 3 იანვარს იწყება და რვა იანვარს დასრულდება.

მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,
20:01 / 15.12.2019
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი განცხადება არ ეხებოდა
ჯარს
17:42 / 15.12.2019
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი განცხადება არ ეხებოდა ჯარს
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი
აქცია
15:34 / 15.12.2019
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეკონსტრუქციო
14:23 / 15.12.2019
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეკონსტრუქციო
ვიდეო
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლო კერძია.
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.