საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანის მასშტაბით, დაახლოებით, 9 ათასით გაიზარდა,
მეორე ტურისთვის გაზრდილია ამომრჩეველთა რიცხვი ზუგდიდის საარჩევნო ოლქშიც. თუ პირველ ტურში 120 ათას 616 ამომრჩეველი იყო, დღეს ეს რიცხვი 120 ათას 844 მოქალაქეს შეადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით, ცვლილების მიზეზი ორი გარემოებაა. პირველი - არიან ადამიანები, ვინც გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ მანამდე არ იყვნენ რეგისტრირებულები. მეორე - ახალგაზრდები, რომელთაც მეორე ტურისთვის 18 წელი შეუსრულდათ.
მეორე ტურის გამართვის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც 31 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატებმა ვერ შეძლეს 50%-ზე მეტი ხმის მიღება. სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს მაშინ უმნიშვნელო სხვაობით აჯობა.