ანაკლიის ორივე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
ანაკლიის 91-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 6 ხმით მოუგო სალომე ზურაბიშვილს. ოპოზიციის კანდიდატს ხმა მისცა 160-მა ამომრჩეველმა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს კი 154-მა ადამიანმა. 91-ე საარჩევნო უბანზე სულ 619 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 315-მა. ამ უბანზე მხოლოდ 1 ბიულეტენი გაბათილდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ცოტა ხმა მიიღო. მას მხარდაჭერა 50,48%-მა გამოუცხადა. გრიგოლ ვაშაძეს კი 49,52% აქვს. ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლით, ზურაბიშვილმა მესტიაში მოიგო - 76,55%. მისმა მოწინააღმდეგემ 23,45% მიიღო.