ავღანელ პოლიტიკოს ქალზე გადაღებულ ფილმზე ზუგდიდში დისკუსია გაიმართა
დოკუმენტური ფილმი ავღანელი უფლებადამცველი ქალის მალალაი ჯოას ისტორიას ასახავს. ისტორია არის ქალზე, რომელმაც გამოიჩინა სიმამაცე, წინ აღუდგა თავის ქვეყანაში გამეფებულ სტრეოტიპებს, აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და პარლამენტის წევრიც გახდა.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი კოკა მებონია.

სკოლის მოსწავლეების აზრით, ის გამოწვევები, რაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალის წინაშე დგას ავღანეთში, ჩვენი ქვეყნისთვისაც არ არის უცხო.
მათი თქმით, მალალაი არის სიმამაცის და პრინციპულობის მაგალითი.
ახალგაზრდებმა ისუბრეს ასევე ფილმში წამოჭრილ სხვა პრობლემებზე, გენდერულ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, რომელიც საქართველოშიც აქტუალურია.

დისკუსიაში აფხაზეთის და მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
ცენტრის ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას განცხადებით, კამპანიის განმავლობაში ხალგაზრდებისთვის დისკუსიების და სხვა სახის შეხვედრების ჩატარება კიდევ იგეგმება.