ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველი მოჭადრაკე ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.
ის სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა.