ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა ხობი, ჩხოროწყუ და აბაშა დააზარალა
FaceBook Twitter
E-mail Print
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ჩხოროწყუში, ხობსა და აბაშაში. სამივე მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე შენობას, როგორც ჩხოროწყუში, ისე აბაშაშიც და ხობშიც.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სოფელ ლესიჭინეში მაღალი ძაბვის ბოძს ხე დაეცა. შედეგად ელექტროენერგია შეუწყდა სოფელ ლესიჭინესა და ახუთს. მერის სიტყვებით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავარაუდოდ დენის მიწოდება 18:00 საათისთვის აღგენილი იქნება. მისი ინფორმაციითვე, ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა სიძველის გამო დაზიანებულ შენობებს, მათ შორის არის ერთი საბავშვო ბაღი და რამდენიმე კერძო სახლი. დათო გოგუას თქმით, დაზარალებულებს მერია დაეხმარება.

ანალოგიური ვითარებაა აბაშაშიც. აქაც ქარმა დააზიანა, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების სახლების სახურავი, ასევე ადმინისტრაციული შენობები. აბაშის მერის ლევან მაკალათიას განცხადებით, ადგილზე გასულია სპეციალური კომისია.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვარაზ გაბედავას განცხადებით, ქარმა ხობში საცხოვრებელ კორპუსს ნაწილობრივ გადახადა სახურავი, ასევე რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სოფლებშიც. ხობში ქარმა დააზიანა ხიდიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტებს, როგორც ქალაქში ისე სოფლებშიც. მერის მოადგილის ინფორმაციით, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„სრულად არ ვიცით, რა ზარალი გვაქვს, რადგან ინფორმაციებს ვიღებთ ნელ-ნელა. შემდეგ კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე“, - უთხრა ვარაზ გაბედავამ „ლაივპრესს“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.