ახალი ამბები
სასამართლომ მეუფე გერასიმეს დაკითხვაზე უარი თქვა - საქმე „აქუბარდიები ეკლესიის წინააღმდეგ“
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს ვალტერ აქუბარდიას ნათესავების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელი განიხილა.

ვალტერ აქუბარდია, რომელსაც კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ეპისკოპოსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, პირველი სასამართლო სხდომის დაწყებამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, იმის გამო, რომ მეუფე გერასიმეს მისი ძმისთვის ჭალეში კუთვნილი მიწის ნაკვეთი და არც მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა დაუბრუნებია, ოჯახმა სასამართლოს მიმართა.

მათმა ადვოკატმა დავით ნოზაძემ სასამართლოს მიმართა შუამდომლობით, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მედიაში გამოქვეყნებული მასალები, რომელიც მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააკმაყოფილა.

ადვოკატმა მეუფე გერასიმეს მოწმის სახით დაკითხვაც მოითხოვა.

„ეპარქიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეპისკოპოსი აბრუნებდა თანხას, რომელიც მან ვალტერ აქუბარდიას უძრავი ქონების გაყიდვის სანაცვლოდ მიიღო. განმარტოს გერასიმე შარაშენიძემ, თუ რატომ შეცვალა შემდეგ მან პოზიცია მას შემდეგ, როცა თქვა, არ მინდა ვაბრუნებო თანხასო“, - უთხრა სასამართლოს აქუბარდიების ადვოკატმა.

საპატრიარქოს წარმოადგენელმა მაია დემეტრაძემ კი აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა გერესიმე შარაშენიძის დაკითხვაზე დაუსაბუთებელია.

„ეს იყო მისი ემოციური განცხადება, მისი პირველი რეაქცია, როცა გაიგო, რომ ედავებოდნენ იმას, რაც აჩუქეს. თქვა, რომ დაყვედრებული არაფერი მინდა და დავაბრუნებო, შემდეგ შეიტყო, რომ მხარემ სასამართლოს მიმართა. ადამიანს აქვს უფლება არ დაასაბუთოს პოზიცია, რადგან ჩვენ არ ვართ სისხლის სამართლის სივრცეში“, - განაცხადა მაია დემეტრაძემ.

მოსამართლემ მეუფე გერასიმეს მოწმის სახით დაკითხვაზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მორიგი სხდომა საქმეზე 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

მოქალაქე ვალტერ აქუბარდიამ რამდენიმე წლის წინ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში მონასტრის გახსნის მიზნით ადგილობრივ მღვდელს უსასყიდლოდ გადასცა სოფელში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა შემდეგ შეიტყო, რომ კარმიდამო მეუფე გერასიმემ ენერგოკომპანიას მიჰყიდა.

მომხდარის შესახებ „ლაივპრესზე“გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, რომ ეპარქია წალენჯიხის სოფელ ჭალეში არსებული კარმიდამოს თავდაპირველ მესაკუთრეს, ვალტერ აქუბარდიას გადასცემს იმ თანხას, რომელიც მისი ქონების სანაცვლოდ ეპარქიამ ენერგოკომოპანიისგან მიიღო, თუმცა ეს თანხა ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.