ხობში ხანძრის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
„მათ ისეთი დიაგნოზები აქვთ, ასე სწრაფად გაუმჯობესებას არც ველოდებით. მთავარია გაუარესება არ იყოს“, - უთხრა ქაშიბაძემ „ლაივპრესს“.
მისივე ინფორმაციით, ერთ პაციენტს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება, მეორეს 40%, მესამეს კიდევ 35%.
სულ, 19 ნოემბერს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის შვიდი წევრი დაშავდა. მათგან ორი გარდაიცვალა, ამდენივე კი საავადმყოფოდან გაწერეს.