ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულო მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი კონსტანტინე კაკავა მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით, კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მისი განცხადებით, საკრებულოს დეპუტატებმა შეისწავლეს მერიის აიპ-ებში არსებული მდგომარეობა და წინასაწარი შეფასებით, გაერთიანება და გამსხვილება აღმოჩნდა არაეფექტური.

„რამდენიმე აიპ-ის გაერთიანების შედეგად, არავითარი ფინანსური კლება არ გვაქვს. გაერთიანებული აიპ-ების მართვა გახდა არაეფექტური. ამიტომაც, მივმართავ საკრებულოს, შევქმნათ დროებითი სამუშაო კომისია აიპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით. დაუშვებელია ასევე, რომ ბიუჯეტის 95 % მის სახელფასო ფონდზე იხარჯებოდეს და დანარჩენი განსახორციელებელ ღონისძებებზე. ლეგიტიმური კითხვები ჩნდება საზოგადოებაში, რატომ არსებობს ეს აიპი, თუ ვერ ახორციელებს საქმიანობას“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ის მიესალმება აიპ-იების საქმიანობის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას.

„მე ბევრჯერ გამომიხატავს ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ჩვენ ვმუშაობთ მერიასთან, რომ შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული რეორგანიზაციის კომისია, რომელიც შეისწავლის ამა თუ იმ აიპ-ების შენარჩუნების მიზანშეწონილობას და ასევე, განსაზღვრავს ამ ორგანიზიაციებში საშტატო ერთეულების რაოდენობას“, - აღნიშნა მან.

საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას თქმით, არ სჯერა, რომ საკრებულოს დეპუტატების ინიციატივა ააიპ-ების საქმიანობის შესწავლის შესახებ განხორციელდება.

„ის, რომ აიპ-ებში შტატები გაბერილი იყო და აქ ხალხი პოლიტიკური ნიშნით იყო დასაქმებული, ამაზე უკვე 6 წელია ვსაუბრობთ. აქ ხალხს ასაქმებდნენ იმ ვალდებულებით, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ იღებდა „ქართული ოცნება“, მაგრამ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა. როგორც კი სიგნალი იგრძნეს მოსახლეობიდან და დაინახეს პირველი ტურის შედეგები, დღეს ვითომ ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას. მე არ მჯერა ამ ხელისუფლების, მაგრამ ვნახოთ“, - თქვა ბათლომე შელიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება. 
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურამ მიერ და
ინფორმაციის
19:11 / 18.02.2019
დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურამ მიერ და ინფორმაციის






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით,
18:11 / 18.02.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით,






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები






ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური
გაძარცვეს.
17:13 / 18.02.2019
ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.