ახალი ამბები
ზუგდიდში პარკირების ტარიფებს საკრებულოს უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე განსაზღვრავენ
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ სანდრო სორდიას განცხადებით, პარკირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დროებითი სამუშაო ჯგუფს საქმიანობის ვადა 1 დეკემბერს ამოეწურა. მან მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსს დავით ხუბუას მიმართა თხოვნით, მათთვის გაეცნო ჯგუფის საქმიანობის შედეგები.

დავით ხუბუას განცხადებით, კომისიამ დაამთავრა მუშაობა და საკრებულომ უნდა მიიღოს დადგენილება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულო პარკირების ტარიფებზე იმსჯელებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დეპუტატებს გააცნო ის შეთანხმება, რაც კომპანია „თაუნ პარკთან“ შედგა.

კომისიამ დაადგინა, რომ 1 კვირის აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთთვიანი - 10 ლარი, სამთვიანი - 15 ლარი, 6 თვე - 25 ლარი, 1 წელი კი 40 ლარი.

მაგრამ ტარიფები ქალაქის ტერიტორიაზე ყველგან ერთნაირი არ არის.

პარკირების საათობრივი გადახდის წესი იმოქმედებს კედიას ქუჩასა და ამ ქუჩის მესამე ჩიხში, შპს „სუპერმარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, პირებზე, რომლებიც არ ფლობენ აბონემენტს, ავტომანქანის დგომის საფასური საათში ერთი ლარით განისაზღვრება, იმ ადამიანებზე კი, რომლებსაც აქვთ ეს აბონემენტი, მათთვის უფასო პარკირების პერიოდი გაჩერებიდან ერთი საათი, ყოველი მომდევნო საათი კი ერთი ლარი ეღირება.

არასამთავრობო ორგანზაციების განცხადებით, კედიას ქუჩაზე დაწესებული საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცავდეს დისკრიმინაციის ნიშნებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური
გაძარცვეს.
17:13 / 18.02.2019
ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს.






ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური
გაძარცვეს.
17:13 / 18.02.2019
ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს.






ერთი წლის განმავლობაში ფოთის საკრებულოს 26 წევრიან საკრებულოში
სიტყვის უფლებით ისარგებლა 21-მა დეპუტატმა.
16:09 / 18.02.2019
ერთი წლის განმავლობაში ფოთის საკრებულოს 26 წევრიან საკრებულოში სიტყვის უფლებით ისარგებლა 21-მა დეპუტატმა.






„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის
15:55 / 18.02.2019
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.