აპატურაი: დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ გვინდა უფრო მეტი
„სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება“, - აღნიშნა მან.
ჯეიმს აპატურაის განცხადებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო და ბევრი კონკრეტული სამუშაოც დაასრულეს. მთავრობის წარმომადგენლებთან და მომავალ ლიდერთან შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა 2019 წლის გეგმები იქნება.