ახალი ამბები
ყინულის სახლის რეკონსტრუქცია დასრულდა - მოვლაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდე დაიხარჯება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში დასრულდა ყინულის სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოხდა არსებული ფიდერების აღდგენა და გიდრავლიკური სისტემის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია.

კომპანია „კელვინის“ დირექტორმა, ზურაბ ომიაძემ, რომელმაც აღდგენა განახორციელა, „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ახლა ობიექტის ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, მერია ეძებს აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომელიც ობიექტს მიიღებს და შეამოწმებს. ომიაძისვე ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ზუგდიდის მერიის ხელმძღვანელობას უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ მათ სპეციფიკური სამუშაოების მცოდნე სპეციალისტები არ ჰყავთ.

თავის მხრივ, მერიაში განმარტავენ, რომ ობიექტის სამშენებლო კომპანიისგან ჩაბარების პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ყინულის სახლი 2019 წლიდან ამუშავდება, თუმცა კონკრეტულად როდის, ჯერ არ იციან.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური აკეთებს ინსპექტირებას. წლის ბოლოსთვის ჩავიბარებთ. დანარჩენ დეტალებზე უკვე ჩაბარების შემდეგ შეგვეძლება საუბარი“, - უთხრეს „ლაივპრესს“ მერიაში.

მათივე განმარტებით, ყინულის სახლის მოვლა-პატრონობისთვის გათვალისწინებულია თანხები ა(ა)იპ სპორულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ბიუჯეტიდან, ფუნქციონირებისთვის კი მიმდინარეობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება. კერძოდ, იმუშავებენ დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფაზე. ასევე, დონორ ორგანიზაციებთან.

„შესაბამისი თანხები ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ასახული იქნება ადგილობრივ ბიუჯეტში“, - გვითხრეს მერიაში.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით ასი ათასი ლარი ყინულის სახლის მოვლა-პატრონობაზე დაიხარჯება. თანხის ზუსტ ოდენობას აიპი ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ განსაზღვრავს. ჯამში სპორტის განვითარების ცენტრის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით მილიონ 160 ათასი ლარია. აქედან მილიონ 117 ათასი ლარი ხელფასებზე უნდა დაიხარჯოს.

წლებია მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში ჰოკეის განყოფილებაც მოქმედებს ყინულის მოედანთან ერთად. რამდენი წელია ეს განყოფილება არსებობს და რა თანხა დაიხარჯა ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საჯარო ინფორმაციაზე პასუხს „ლაივპრესი“ მერიისგან ელოდება.

საკრებულოს სხდომაზე ააიპ-ის ხელმძღვანელმა დავით კვაშილავამ განაცხადა, რომ ჰოკეის განყოფილებაში არავინ არ არის დასაქმებული და ამ მიმართულებით თანხა არ დახარჯულა.

ყინულის მოედანი წლებია არ ფუნქციონირებს. მერიის ეკონომიკისა და ინფარსტრუქტურის განვითარების სამსახურში „ლაივპრესს“ შარშან დეკემბერში განუცხადეს, რომ მოედანი იანვრის თვეში გაიხსნებოდა. დაწესებულების აღდგენის სამუშაოებისთვის შარშან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 ათასი ლარი გამოიყო.

რეკონსტრუქციაზე წელს მერიამ 408 ათას ლარამდე დახარჯა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.