სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში აქცია გამართეს
ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედის მკვიდრის ჯუმბერ გაზდელიანის თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან ხელედის ხეობაში ჰესის - „ხელედურა 1“-ის მშენებლობას, ვინაიდან ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოლოგიას და მოსახლეობის საკუთრებას. გამაფრთხილებელი აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 2 ათასი ხელმოწერაც მიიტანეს, განცხადებაზე ხელმომწერები, აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს იზიარებენ.