ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში ყინულის სკულპტურების გამოფენით გაიხსნება
„გაიმართება საახალწლო გამოფენა-ბაზრობა. 16:00 - საათი დრამერების შოუ; 17:00 საათი - ცეცხლოვანი შოუ; 18:00 საათი - სტეფანე და DJ; მუსიკალური პროგრამის შემდეგ, ღონისძიება გრანდიოზული 2 წუთიანი ფოიერვერკით დასრულდება“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

სვანეთის ზამთრის კურორტებზე - ჰაწვალსა და თეთნულდზე აქტიური ტურისტული სეზონი დეკემბრიდან იწყება. როგორც ადგილობრივებმა გასული წლის შეფასებისას „ლაივპრესთან“ განაცხადეს, დამსვენებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე ნელ-ნელა იმატებს.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა. თეთნულდზე სულ 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს.