ახალი ამბები
აფხაზეთსა და სამეგრელოში მცხოვრებლებს ბიზნეს იდეებს დაუფინანსებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოსა და აფხაზეთში, კერძოდ, გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებლებს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება-განვითარებაში დაეხმარებიან. განხორციელდება პროექტი, რომელიც ორი რეგიონის ეკონომიკურად დაუახლოვებას შეუწყობს ხელს, თუნდაც იგივე საერთო ინიციატივების დაფინანსების გზით. ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ბიზნეს იდეა, ან არსებული საქმიანობის გაფართოვება სურთ, გრანტები გაიცემა. ეს იქნება ძირითადად დანადგარების, მოწყობილობების, მასალების სახით. პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს დევნილები წარმოადგენენ. თუმცა საკუთარი ინიციატივის წარდგენა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

თუ თქვენ საინტერესო ჩანაფიქრი გაქვთ, რომლის ბიზნესად ქცევას გადაწყვეტთ, პირველ რიგში ამ ყველაფრის საპროექტო წინადადების სახით მომზადება მოგიწევთ. შემდეგ ამ იდეებს სპეციალური კომიტეტი გადაარჩევს, რომელიც მათ შორის ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. სფერო და მიმართულება შეზღუდული არ არის. მთავარი შემფასებელთა დარწმუნება იქნება, რომ იდეის წარმატებით რეალიზება მოხერხდება, რისკების გათვალისწინებით. იმოქმედებს თანადაფინანსების კომპონენტი. ამ შემთხვევაში ინიციატორს გრანტის მოცულობის 5%-ის გადახდა მოუწევს. თუმცა, ეს პროექტის მკაცრი მოთხოვნა არ არის და ინიდივიდუალურ შემთხვევებში გადახდისგან შესაძლოა კონკრეტული პირები გათავისუფლდნენ.

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და ASB Georgia ახორციელებს. „აფხაზეთის“ პროგრამის მენეჯერმა დავით გუჩუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ისინი მოსახლეობას ორი ტიპის საგრანტო დახმარებას სთავაზობენ. ერთი ბიზნესის წარმოება-გაფართოებას გულისხმობს, სადაც გრანტის მოცულობა 1000-დან 3 ათას დოლარამდეა. მეორე კომპონენტი კი მცირე ვაჭრობის ხელშეწყობაა.

„ჩვენი თანამოქალაქეები გალიდან და ოჩამჩირიდან გადაადგილდებიან დანარჩენი საქართველოს ბაზრებზე, ჯგუფები კომპლექტდება და ამ ჯგუფებს ჩვენ შევუსყიდით სასაქონლო ასორტიმენტს, რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს აფხაზეთში, 500 დოლარის ოდენობით. გვყავს აფხაზი პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც მოახდენს დაინტერესებული პირების მობილიზებას“, - გვითხრა დავით მან.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთში გრანტს 90 მიკრო და მცირემეწარმეზე გასცემენ. მიზანი მათი გაძლიერება, ქართველ მიმწოდებლებთან საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ერთობლივი ბიზნესინიციატივების წახალისება და ურთიერთმომგებიანი საქმიანი ურთიერთობებით ნდობის აღდგენაში დახმარებაა.


ზუგდიდსა და აფხაზეთში, არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე ბიზნესცენტრები შეიქმნება, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მიაწვდიან და კონსულტაციას გაუწევენ.

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირებიც ესწრებოდნენ. მათ კითხვები პროექტის დეტალებთან დაკავშირებით დასვეს. მაგალითად, აინტერესებდათ, დანადგარები და მასალების საზღვარგარეთიდან გამოწერა თუ იქნება შესაძლებელი, თუკი ადგილობრივ ბაზარზე ვერ იშოვიან, მიიღებენ თუ არა ერთი ოჯახიდან რამდენიმე საგრანტო წინადადებას. ზოგმა მესაქონლეობის გაძლიერების სურვილი გამოთქვა, ზოგმა კიდევ ნერგების ბიზნესის წამოწყების, ხილის საშრობის ამოქმედების. 

პროექტის მიმდინარეობის ხარისხს ინიციატორები პერიოდულად მონიტორინგს გაუწევენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრები, რომელსაც 11 დღის განმავლობაში
აქრობდნენ, უკვე ლიკვიდირებულია.
16:29 / 22.11.2019
აფხაზეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრები, რომელსაც 11 დღის განმავლობაში აქრობდნენ, უკვე ლიკვიდირებულია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქალაქის საახალწლო
დეკორაციებისთვის
15:00 / 22.11.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქალაქის საახალწლო დეკორაციებისთვის
15:00 / 22.11.2019
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, წალენჯიხის და
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.