ახალი ამბები
ზუგდიდში კინოთეატრის მოსაწყობად ახალგაზრდებმა ორი შეთავაზება მიიღეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში კინოთეატრის მოსაწყობად ახალგაზრდებს სივრცეს „არტ ჰაუსის“ ბაზაზე სთავაზობენ. სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც იდეა პროექტად აქციეს, კაფის დამფუძნებლები შენობაში დარბაზის გამოყოფას ჰპირდებიან, სადაც ფილმების ჩვენებები გაიმართება. გვანცა აბსანძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მან ინტერნეტ გვერდების მეშვეობით შეიტყო ადგილობრივების სურვილის შესახებ და დახმარებაც გადაწყვიტა. პროექტი მოეწონა და არ უნდა დაიკარგოს, მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს ჩანაფიქრი. პირველი, რაც გააკეთა, ამბობს - ეს ახალგაზრდები თბილისში კინოფესტივალზე წაიყვანა, რათა საკუთარი თვალით ენახათ საჭიროებები, რაზეც პროექტში საუბრობენ, ახლოდან გაცნობოდნენ კინოთეატრის სპეციფიკას.

„ჩვენ ვფიქრობთ, არტ ჰაუსის ბაზაზე გამოვყოთ ფართი, სადაც შეიძლება გაკეთდეს დარბაზი. გავაკეთებთ ასეთ რაღაცას - შემოვიტანთ ზუგდიდში ყავას „სფეშელთი“, რომელსაც პრეზენტაციისაც ორი დღის განმავლობაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გავყიდით. თანხა გადაირიცხება კინოთეატრისთვის ფონდში“, - გვითხრა გვანცა აბსანძემ.

მომდევნო დღეებში ყავის საფასურის ნაწილიც ამ ფონდში გადაირიცხება. მისი თქმით, ეს იქნება უბრალოდ საწყისი იმისთვის, რომ შემდგომში მოხდეს მეტად დაინტერესება სპონსორების, მერიის მხრიდან, და ახალგაზრდებმა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლონ.

გვანცა აბსანძის თქმით, პროექტის მონაწილეებს ფინანსების მოძიებაშიც ეხმარებიან:

„პრემიერა 10 ლარი ეღირება. ძველი ფილმის ჩვენება 5 ლარი. ეს მათი მოთხოვნებია. ჩვენ ამაში არავითარ ბიზნესმოგებას არ ვნახულობთ. ვეხმარებით და თუ დონორის სურვილიც იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ უბრალოდ გვაქვს ფართი და სურვილი, ამ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგეთ“.

კინოთეატრის ბიზნესგეგმა მოსწავლეებმა „მშვიდობის კორპუსის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - სოციალური მეწარმეობის განვითარების ფარგლებში შეიმუშავეს, რომელსაც „საუნჯე“ ახორციელებს“. ორგანიზაცის ხელმძღვანელ იაგო ფასანძის თქმით, „არტ ჰაუსის“ წინადადება განსხვავებულია ახალგაზრდების მომზადებული პროექტისგან. კერძოდ, მათი ხედვით, კინოთეატრი უნდა იყოს სოციალური სივრცე, საწარმო, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან და იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც. მანვე აღნიშნა, რომ პროექტის ხელმძღვანელს შემოთავაზება არ განუხილავს და ვარაუდობს, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

პარარელურად, იაგო ფასანძე ამბობს, რომ იდეის განხორციელებაში დაპირება მიიღეს ადგილობრივი ბიზნესმენისგან, რომლის ვინაობასაც მისივე სურვილით არ ასაჯაროვებს. „საუნჯეს“ ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ჩანაფიქრი განხორციელდება.

„ეს უნდა იყოს სოციალური მეწარმეობის პრინციპებზე აგებული სოციალური საწარმო, რომელიც ორიენტირებული იქნება არა ბიზნესზე, არამედ კინოთაეტრის ფუნქციონირებასა და განვითარებაზე. აქ უნდა დასაქმდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასევე „მშვიდობის კორპუსის“ ფარგლებში გადამზადნენ და გადამზადდებიან მომავალში. არტ ჰაუსმა ზუგდიდის კეთილდღეობით დაინტერესებულ პირთან დაგვაკავშირა და მათთან ერთად, საუნჯეს ბავშვები იმყოფებოდნენ თბილისში კინოფესტივალზე. ასევე ფაბრიკაში ნახეს ფილმი და ესაუბრნენ რეჟისორებს“, - გვითხრა იაგო ფასანძემ.

მისივე თქმით, ესაუბრნენ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ერთობლივად 2019 წლის გეგმის განხილვას.

ახალგაზრდებს ზუგდიდში კინოთეატრის გახსნა სურთ. ისინი იდეის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზნესსექტორის დახმარებას ითხოვენ. ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინოთეატრის დასაფუძნებლად ბიზნესგეგმა უკვე შეიმუშავეს. პროექტის მიხედვით, 100 ადგილიანი დარბაზისთვის 65 ათასი აშშ დოლარია საჭირო.

რა სახის დახმარებას შეიძლება პროექტის მონაწილეები ელოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მერიის პასუხს „ლაივპრესი“ ელოდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.