19 ავტომანქანის რეცხვისთვის ზუგდიდის მერიამ 10 ათას ლარზე მეტი გამოყო
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ზუგდიდის საკრებულომ დეკემბრის დასაწყისში მერიას მოუწოდა ძვირადღირებული ავტომანქანები დაბალბიუჯეტიანით შეცვალოს.
„ლაივპრესის“ შეკითხვაზე, თუკი მერია საკრებულოს რეკომენდაციას გაითვალისწინებს და განაახლებს ავტოპარკს, როგორ აისახება რეცხვის მომსახურების შესყიდვის ღირებულებაზე, მერიაში განმარტეს, - „თუ ჩანაცვლება მოხდება, მერიის შესაბამისი სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად, საჭიროების მიხედვით“.
იგულისხმება, თუ არა პასუხში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ან ახალი ხელშეკრულების დადება, დაზუსტებით მერიაში ამ შეკითხვაზე ვერ პასუხობენ.