ახალი ამბები
ახალი აიპის შექმნას საკრებულომ მხარი ოპოზიციის გარეშე დაუჭირა
FaceBook Twitter
E-mail Print
საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ახალი ააიპ-ის დაფუძნების შესახებ. წინადადება დეპუტატებმა ოპოზიციის გარეშე მოიწონეს. საკითხის განხილვისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაინტერესდა, ვინ არის ამ იდეის ინიციატორი. მოითხოვა მისი გამოცხადება, რათა მოისმინონ არგუმენტი, რისთვის არის საჭირო ახალი ააიპ-ის შექმნა. ანა წითლიძის ვარაუდით, ინიციატივა ვიცე მერს, გეგა შენგელიას ეკუთვნის.

„მოვიდეს შენგელია და გვითხრას მაშინ, რას აკეთებს მერიის ტურიზმის განვითარების ცენტრი და ასევე გუბერნატორის ადმინისტრაცია“, - აღნიშნა მან და საკითხის გადადება მოითხოვა.

საკითხს მხარი არც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ დაუჭირა. მისი ინფორმაციით, ეს გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივაა. დეპუტატის განმარტებით, ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ახალი ააიპი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ეჭვის საფუძველს კი, აღნიშნა - ის ვითარება იძლევა, რაც ზოგადად მერიის ააიპებ-შია.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა რომელიმე კონკრეტულ მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, არამედ იქმნება ინტერმუნიციპალური ააიპი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

ტურიზმის რეგიონული განვითარებისთვის შექმნილი აიპ-ი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსდება. გუბერნატორის კონსულტანტმა ლევან წულაიამ რამდენიმე დღის წინ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, ორგანიზაციისთვის მომავალ წელს, რეგიონში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა, თითოეულმა 30 ათასი ლარი გამოყოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ორგანიზაცია 11 დეკემბერს შეიქმნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და
დახურული კვების ობიექტებისთვის.
13:57 / 02.06.2020
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და დახურული კვების ობიექტებისთვის.
პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემა კორონავირუსის გავრცელების
პრევენციული მექანიზნების
12:51 / 02.06.2020
პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. სულ
12:18 / 02.06.2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა
წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა,
12:08 / 02.06.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა,
ვიდეო
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.