ახალი ამბები
ენმ: არ ვაპირებთ ლევან შონიაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას
FaceBook Twitter
E-mail Print
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. ანა წითლიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ არ უარყოფს ინფორმაციას, რაც მედიასაშუალებებით სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორზე ლევან შონიაზე თქვა. მან დღესაც გაიმეორა, რომ ლევან შონია "კონტრაბანდაში მონაწილეობდა". ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით და ცალსახად ვამბობ, რა გადაწყვეტილებაც მოსამართლე ცაცუამ არ უნდა გამოიტანოს, არანაირი ინფორმაციის უარყოფას არ ვაპირებ. იგივეს ვიმეორებ დღესაც, რომ ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რაც იმ პერიოდში ხორციელდებოდა, პასუხისმგებელი და მონაწილე იყო ლევან შონია. მათ შორის კონტრაბანდაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ის არაერთხელ იყო დაბარებული დაკითხვაზე პროკურატურაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მანვე დასძინა, რომ მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ის „პოლიტიკური დავალებების შესრულებით განსაკუთრებით გამოირჩევა“.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ყოფილი გუბერნატორ ლევან შონიას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა. ანა წითლიძეს დაევალა მედიასაშუალებებში: „ლაივპრესში“, „ათინათსა“ და „რუსთავი2-ზე“ გავრცელებული ცნობის უარყოფა, სადაც ის ამბობდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში კონტრაბანდას მფარველობდა. ასევე ინფორმაციის უარყოფა დაეკისრა ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერ მურთაზ ზოდელავას. საუბარია მის მიერ „რუსთავი2-ით“ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ის საუბრობს, რომ ლევან შონია „კავშირშია კონტრაბანდისტ ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან“.

ზუგდიდის სასამართლომ ნოემბერში დაწიყო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის სარჩელის განხილვა. ლევან შონია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებდა.

ლევან შონიამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი ჯერ კიდევ გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას, მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ სარჩელთან დაკავშირებით ივნისში განაცხადა, რომ საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებით ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, „რომლებსაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და არ არის გამყარებული ფაქტებით“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.