ახალი ამბები
როგორი უნდა იყოს სვანური ქელეხის სუფრა - მესტიის მერიის აიპის ინიციატივა თემთა საბჭომ მოიწონა
FaceBook Twitter
E-mail Print
სვანეთში ქელეხის და სადღესასწაულო სუფრების ძველი, მივიწყებული ტრადიციის აღდგენა სურთ. ამბობენ, რომ ეს ორი ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა. „ჭირის სუფრა“ გახდა ძალიან „გადაპრანჭული“ და ის მოკრძალებულ ჩარჩოებს გასცდა.

ინიციატივა მერიის კულტურის და ხელოვნების ცენტრს ეკუთვნის, რომელმაც მოსახლეობის განწყობები გაიზიარა. კერძოდ, ქელეხის სუფრისთვის შვიდი სახეობის კერძი უნდა მომზადდეს. ესენია - კორკოტი, თევზი, ამოლესილი ლობიო, კერკაჟი ლობიო, მწნილი, ფლავი, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ისპანახის ფხალი და პური. სასმელად ღვინო და გაზიანი სასმელი. ასეთივე მენიუ უნდა იყოს გასვენებამდელ „ნაფაანუნს“ - სუფრაზე.

ინიციატივის თანახმად, ორმოცსა და წლისთავზე მარხვისას იგივე კერძებით უნდა გააწყონ სუფრა, ხოლო ხსნილის დროს - ხორცი, კუბდარი, ხაჭაპური, თაშმჯაბი, კვერცხი და კარზი, ტოლმა და ნამცხვარი, პური, დასალევად კი ღვინო და გაზიანი სასმელები.

მესტიის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, გეგი ფალიანის განმარტებით, ეს სვანების უძველესი ტრადიციაა, რომელიც არავის ახსოვს როდიდან იღებს სათავეს, ამიტომ თუ აღდგება, მიესალმება.

„ეს დადგენილება ოდითგანვე იყო. აქ იგულისხმება ისიც, რომ ოჯახს გარდაცვლილი ჰყავს და კიდევ ზედმეტი ხარჯი რომ არ იყოს. ძველად როგორც მახსოვს, 12 ჭიქაში მთავრდებოდა ჭირის სუფრები და არ აწუხებდნენ ზედმეტად ოჯახს“, - გვითხრა გეგი ფალიანმა.

მისივე თქმით, ინიციატივა, რომელიც ძირძველი გვარების თემთა საბჭომ უკვე მოიწონა, შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება და დასამტკიცებლად არც ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგენენ. ეს იქნება ერთგვარი შიდა რეგულირება და „შიდა სამზარეულო“.

გეგი ფალიანის სიტყვებით, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტრადიციების აღდგენაა.

ტრადიციების აღდგენის კუთხით მომუშავე „ძირძველი გვარების თემთა საბჭოს“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ფალიანმა გვითხრა, რომ დღეს სვანეთში ქელეხის სუფრის მენიუ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ქორწილის, ოჯახებს კი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის შესაძლებლობა, უწევთ არ ჩამორჩნენ ტენდენციას. შედეგად ზოგიერთს ვალები ამ დრომდე აქვთ. მისივე განმარტებით, მსგავსი მიდგომა ქელეხისადმი სვანების ტრადიციული ქცევა არასდროს ყოფილა, ამიტომაც გაუჩნდათ სურვილი, შიდა რეგულაციის შემოღების.

„ეს შეთავაზებაა. კი ბატონო, დადგენილებაა, მაგრამ დავალება არავისთვის არ იქნება. მოსახლეობის დიდ ნაწილმა, განსაკუთრებით ქალებმა მოიწონეს. 600, 700 კაციან სუფრას დიდი მომზადება უნდა. ფაქტობრივად გვარის რძლები მუშაობენ და ყველასთვის ძნელია. უწევთ რამდენიმე ღამის გათენება, რომ ამდენი ნამდვილად არასაჭირო კერძი მოამზადონ“, - გვითხრა ბაჩუკი ფალიანმა.

თემთა საბჭოს მიერ მოწონებული დადგენილება ძალაში მიმდინარე წლის 19 დეკემბრიდან შევიდა.

შენიშვნა: ადრე სტატიის სათაური იყო შემდეგი: „როგორი უნდა იყოს სვანური ქელეხის სუფრა - მესტიის მერიის ინიციატივა დამტკიცდა“. მეტი ფაქტობრივი სიზუსტისთვის სათაურში მოხდა ცვლილება და დაემატა - „მერიის აიპის ინიციატივა თემთა საბჭომ მოიწონა“.

ლაივპრესის ჟურნალისტები კეთისინდისიერად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და იცავენ ჟურნალისტური ეთიკის წესებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.