ანაკლიაში ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს [ვიდეო]

ღონისძიება „ნეფას“ ორგანიზებით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხარდაჭერით შედგა. მათ ადგილობრივი თვითმმართველობაც დაეხმარა. აღნიშნეს, რომ წელს ეს ყველაფერი პირველად ხდება და უნდათ ტრადიციად აქციონ მომავალშიც და ბავშვებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გაულამაზონ.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მშობლებმა პატარები დათქმულ დროს საახალწლო ნაძვის ხესთან მაინც მიიყვანეს. ბავშვებმა „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ყველაფერი მოსწონთ, რომ კარგად გაერთნენ და იხალისეს.
პარარელურად, ადგილობრივმა მუსიკალურმა ჯგუფებმა საზეიმო სიმღერები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.