ახალი ამბები
მალხაზ ქუჩულორიას ზუგდიდის მერობა სურს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერობა მალხაზ ქუჩულორიას სურს. უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფიც, სტუდენტ-ახალგაზრდობით, პედაგოგებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, რომლებმაც მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდიც შექმნეს. ჯგუფში 400 ადამიანამდეა გაერთიანებული, თუმცა ამბობენ, რომ დაკომპლექტების პროცესი გრძელდება. მათი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მალხაზ ქუჩულორიას თქმით, მსგავსი შემოთავაზება ადრეც ჰქონდა დეპუტატობაზე. მიიღებს თუ არა გაზაფხულზე დაგეგმილ მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას, ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს, თუმცა განმარტავს, რომ ეს დიდწილად საზოგადოების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.

„მაგრამ პრეტენზია მაქვს. არცერთი პოლიტიკური პარტიისგან შემოთავაზება ჯერ არ მიმიღია. „ქართული ოცნებისგან“ თუ იქნება შემოვაზება, აუცილებლად მივიღებ და უპირობოდ მივიღებ იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მმართველი პარტიის მხარდამჭერი“, - განაცხადა „ლაივპრესთან“ საუბარში მალხაზ ქუჩულორიამ.

განათლებით იურისტია. მისი თქმით, ადრე, ცოტა ხნის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებში უმუშავია. 90-იან წლებში რუსეთში მოუწია წასვლამ, სადაც ბიზნესით იყო დაკავებული. ამის შემდეგ კი ბიზნეს საქმიანობა ბათუმსა და თბილისში განაგრძო. იყო ერთ-ერთი სამშენებლო ქართული კომპანიის დირექტორიც. ამბობს, რომ დღეს არაფერს საქმიანობს. 

მალხაზ ქუჩულორიას სურს ზუგდიდი კონკრეტული სპეციფიკით გამორჩეული ადგილი გახდეს მსოფლიოში. ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, როგორ ხმამაღალ ნათქვამადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს ვინმეს. ისეთი სივრცე უნდა შექმნან, რაც ტურისტებს დააინტერესებთ და საგანგებოდ მის სანახავად ჩამოვლენ. აქვს საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ხედვაც, რის ქალაქად უნდა იქცეს ზუგდიდი, თუმცა ამ ყველაფერზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

„მსგავსი არ უნდა არსებობდეს არსად. მე ვამბობ, როგორც პატარა ქალაქზე და არა მეგაპოლისზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, რისი ქალაქი უნდა გახდეს, რომლიც ძალიან ძვირი არ ჯდება და საინტერესო იქნება. უხეშ მაგალითს მოგიყვანთ. თეორიულად ვამბობ, რომ იყოს ზუგდიდი შადრევნების ქალაქი, სადაც იქნება 50 შადრევანი. ეს არარეალურია. შადრევანი ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ მინიშნებას გაძლევთ. ზუგდიდი რაღაცის ქალაქი უნდა გახდეს“, - გვითხრა მალხაზ ქუჩულორიამ.

ის მოსახლეობისთვის საინტერესო, ახალი თემების შეთავაზებას გეგმავს. მანამდე ამბობს, რომ სურთ პირველ რიგში საზოგადოების აზროვნება, დამოკიდებულება შეცვალონ საქმის კეთებისადმი. თუმცა განმარტავს - ყველაფერი განათლებით და მოქალაქეთა უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვით უნდა დაიწყონ, თხილის სექტორი იქნება ეს, თუ სხვა მიმართულება.

თავად საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მალხაზ ქუჩულორიას აქვს კონკრეტული ხედვები და გეგმები ზუგდიდის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ხალხის დასაქმების კუთხით, რომ მას შეუძლია მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალი ენერგეტიკის შემოტანა. ამასთან, განმარტავენ, მათ სასურველ კანდიდატს მიაჩნია - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ეს პოსტი 13 სექტემბერს დატოვა. მანამდე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა ყოფილი მერი ლაშა გოგია. ორივე მათგანს ბრალად ედებათ ქრთამის აღება, ქალაქში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.