ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
ამ წუთებში ზუგდიდის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აცხადებენ მერიაში და განმარტავენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო მუშაობს.

სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის, თენგიზ ქობალიას და მოქალაქე ხუტა ბ-ს დაკავების შესახებ. თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

უფრო ადრე, სექტემბრის თვეში ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე
19:19 / 22.01.2019
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე






წითელას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,
18:01 / 22.01.2019
წითელას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგისტრირებული პირთა
სამედიცინო მომსახურება
17:25 / 22.01.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგისტრირებული პირთა სამედიცინო მომსახურება






უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა
ფაქტობრივად
16:39 / 22.01.2019
უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ფაქტობრივად
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.