„გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს
„აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში. მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე. მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე. შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში.
P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში“,- ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.