ახალი ამბები
თენგიზ ქობალია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს
ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ ქობალია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც „ლაივპრესს“ მისმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლო პროცესი, სადაც თენგიზ ქობალიასთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებენ.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 დეკემბერს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია დააკავა. თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენების მიცემა ედებათ ბრალად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით. რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება დღევანდელი ფაქტიც. ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს
21:27 / 19.03.2019
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს






ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების, მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას
ბიუროები გამოეხმაურნენ
20:56 / 19.03.2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების, მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროები გამოეხმაურნენ






ფოთის მერიიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა
2015-2017 წლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით
19:17 / 19.03.2019
ფოთის მერიიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2015-2017 წლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით






განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხეები მოჭრეს. მცენარეები აკვა
პარკის
16:45 / 19.03.2019
განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხეები მოჭრეს. მცენარეები აკვა პარკის
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.